21/06/2023
13:53
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ნიგა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ ისაუბრა.
მან თქვა, რომ აშშ-ს იმედი ჰქონდათ, რომ უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს დაინახავდა და "უფრო დასაბუთებულ გდაწყვეტილებას გამოიტანდა."
"რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ გადაწყვეტილებით. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა ჩვენი შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით, დაკავების დროზე, თავად ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, გამოტანილი სასჯელის შესახებ. როგორც არაერთხელ ვთქვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ასე აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ."- ამბობს კელი დეგნანი.
0
0