
უნგრეთს იმედი აქვს, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრა ცენტრალურ ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს, – ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გააკეთა.
მისივე თქმით, 6 აგვისტოს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო მოსკოვისკენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მასპინძლობდა.
„ტელეფონით დღეს ვესაუბრე ამ შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს. დამიდასტურეს მედიაში გავრცელებული პოზიტიური ინფორმაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი რაც შეძლება მალე შეხვდებიან. ეს ერთადერთი გზაა ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად“, – წერს პეტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები როდესაც უმაღლეს დონზე იმართება, ეს მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის.
„სწორედ ამიტომ, ბოლო 3,5 წლის განმავლობაში უნგრეთი ყველაფერს აკეთებდა, ყველა მხრიდან ხისტი თავდასხმების მიუხედავად, რათა შეენარჩუნებინა საკომუნიკაციო არხები ღიად. ცხადია ერთი რამ – უკრაინაში ომი ბრძოლის ველზე არ დასრულდება. ის დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ამერიკელები და რუსები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას“, – წერს პეტერ სიიარტო.
0
0