იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები იქნება დაკავშირებული კონსოლიდაციასთან - გიორგი ვოლსკი
13/03/2022
15:22
პოლიტიკა
A-
+A
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საუბარი იქნება ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, მომდევნო კვირაში დაგეგმილ სესიებზე განსახილველ საკითხებზე. ერთ-ერთი თემა კი იქნება კანონმდებლების წინაშე პრეზიდენტის მოხსენება.
"მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა იქნება პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში, ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება ყველა მიმდინარე საკითხზე - დაკავშირებული იქნება ეს პრეზიდენტის მოსვლასთან და მის განცხადებასთან, თუ არ იქნება დაკავშირებული, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს მკაფიო.
იმედი გვაქვს, რომ მისი განცხადებები იქნება დაკავშირებული კონსოლიდაციასთან, რომელიც ესოდენ აუცილებელია საგანგებოდ მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ სიტუაციაში, რაც დღეს მსოფლიოში წარმოიქმნა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ხვალ მივა.
0
0
293
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%