
2030 წელს საქართველო წევრობისთვის იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა - ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ საუბარი გვქონდა და განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება, ასევე განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ამბიციური გეგმები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026