
ექიმი, სამედიცინო სამსახურის მაიორი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"მოკლედ, ემოცია გამოვრთე ცოტა ხნით და ცივი გონებით ვწერ ჩემს კედელზე იმას, რასაც ამ წუთას ვფიქრობ და ვგრძნობ:
-სრული იდიოტი უნდა იყო ადამიანი, თუ ვერ ხვდები რომ მაიდანის სცენარი მეორდება აქვე, ჩემს და შენს ქალაქში, ჩვენს ცხვირწინ;
-რუსეთი ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია და ის ქართველი ბავშვები, რომლებიც ამ უკიდეგანო სიძულვილში და წაქეზებაში იზრდებიან და რომლებიც დღეს გაყვირიან: "არა რუსეთს" (!), გავა წლები და ისევ იქნებიან გეოგრაფიული მეზობლები იმ რუსი ბავშვებისა, რომლებიც ასევე სიძულვილში იზრდებიან და
თუ ვინმე თვლით რომ კეთილი ამერიკა და ევროპა დაეხმარება მერე ჩვენს შვილებს, ღმერთმა არ ქნას და ისევ საომარი სიტუაცია რომ ჩამოვარდეს-გახედეთ უკრაინას!
-ეხლა ვინც იმ აქციებზე ყროყინებს და ენას უყოფს რუსებს, ომი რომ დაიწყოს, ძღრენის სუნით გაავსებენ რუსთაველს, ერთმანეთს გადაასწრებენ და
იომებს და დაიღუპება სხვისი შვილები!
-ბავშვების და ახალგაზრდების აგდება იყო მათი ყველაზე დიდი კოზირი, მე არ მიკვირს ეს, მაგრამ უფროსები როგორ ვერ იაზრებთ რამხელა ცეცხლს ეთამაშებით!
აი ის რუსი, რომელიც ასე გძაგთ-დაგინდოობთ-რო რამე?
ერთმა თვითმფრინავმა რომ გადაიფრინოს თბილისის ცაზე (ჯვარი გვწერია!!!!!!!!!) რომელი დაწერს მერე პატრიოტულ ტექსტეებს????
-"ომი გინდაა"?-აი ამაზე ვინც ღლიცინებთ, თქვენ კი ხართ ღირსნი რომ ომი და უბედურება ნახოთ, მაგრამ რა დააშავა ხალხმა? რა დავაშავეთ იმ ადამიანებმა, ვინც რეალურ საფრთხეს ვხედავთ?
-რა დროს ოცნება და მიშაა ხალხო! ვერ ხვდებიით საით მიგვაქანებენ? როგორ იყენებენ ახალგაზრდულ მუხტს?
გამოთაყვანდიით???????????????
რუსული არხების რამდენიმე ვიდეოს ვუყურე
იმედი გაქვთ რომ რუსი კეთილია და არ გამოიყენებს ამ სიტუაციას?
ამ არეულობას?
მაიდანი გინდაათ?
თამრიკო ჭოხონელიძე დაუწვება მერე რუსის ტანკს?
თუ დეკანოზი ილია ჭიღლაძე?
თუ არ გჯერათ რომ რუსი ომს იკადრებს?
------
სათითაოდ ყველა თქვენგანის კისერზე იქნება იცოდეთ, ეს ცოდვა!
ბავშვებს არ ვერჩი, სისხლი უდუღთ, ვერ ხვდებიან როგორ იყენებენ!
თქვენ რა დაგემართათ, თქვეენ?
უსმინეთ რუსები რეებს ყრიან პირიდან აბა!
ის რუსები, თქვენ რომ პლაკატებით ებრძვით!
ნახევარი უკრაინა რომ გაწყვიტეს-ის რუსები!
-------
არ არის ეხლა ტრაკის თამაშის დრო, არა ((((
გახლეჩულ აგდებულ, გამაიმუნებულ საქართველოს-ძაალიან ადვილად მოერევა მტერი, რომელიც აქვეა!
თუ მარტო მე ვხვდები რომ რუსეთი მტერია??
მეგობარი ამერიკიდან სალომემ მოკითხვა შემოგითვალათ!
მიიღებს ეხლა ახალ დირექტივებს და ლაივს ჩაწერს ჩვენი გოგო )))))
------
ალბათ არასოდეს ყოლია ჩემს საცოდავ ქვეყანას ამდენი გარეული და შინაურ მტერი.
ვის დაკრულზე ცეკვავ ადამიანო??????????
რა დროს მიშა და გრიშაა!
ვის აყენებინებთ თქვენს შვილებს ((((((
ორი საათი სახლში რომ იგვიანებენ და ტელეფონი გამორთული აქვთ, ლამისაა ჭკუიდან გადადგეთ და ომში გაუშვებთ მერე მაგათ?
ან რატომ უნდა იომონ და ვისთან!!!!!!
რუსთაან??????
ას გრამს რო გადაკრავს და ზა როძინუ-დაიყვირებს და შეგჭამს ძვლებიანად???
აზრზე მოდით რაა
იკადრებს ომს რუსი, რატომ იცი?
იმიტომ რომ ოკუპანტია.
და ცოტა ძაან მეცინება, მე რომ გიხსნით ეხლა ამას-"არარუსულკანოონს"-აი ამ ტიპებს.....
ყვირილი მე რომ ვიცი, ეგეთი უნდა.
პაკაა." - წერს ახობაძე
0
0