06/07/2023
20:38
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ტელეკომპანია „იმედის“ სახელით სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციები ვრცელდება. ყალბი ინფორმაციები ეხება პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბოლო 3 დღეა „იმედის“ Facebook-გვერდზე ახალი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მორიგი კიბერშეტევა 3 ივლისს განხორციელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ უკვე მიმართა „მეტას“ და ყველა შესაბამის საგამოძიებო უწყებას საქართველოში, რადგან ეს არ არის ტელეკომპანიის ონლაინ რესურსებზე კიბერთავდასხმის პირველი შემთხვევა.
ჩვენი “ფეისბუკგვერდის”აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებ-გვერდებზე - „იმედი.ჯი”, „იმედინიუს.ჯი“ და „იმედის“ იუთუბ არხზე“,- ნათქვამია ტელეკომპანიის გავრცელებულ განცხადებაში
0
0