28/04/2023
10:53
პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის 87 პროცენტს უნდა ევროკავშირი. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს უნდა ნატო. ასეთი განწყობის ხალხი გვყავს და ამ ხალხს მართავს პუტინისტი რეჟიმი.
ანუ იმდენად ჩაფეხვილია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და იმდენად მოწყვეტილია ხალხს, რომ პუტინისტი რეჟიმის ცვლილებას ვერ ახერხებს, როცა 87 პროცენტს ევროპა უნდა. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"იცით რატომ?
იმიტომ რომ ყალბ მესიას ატენიდა სპექტრი მთელი 9 წელი. “ჩემ გარეშე ყველა ნულია” - ეს იყო მთელი 9 წელი მიშას და მისი პროპაგანდისტების ლოზუნგი და ამაზე აეწყო პოლიტიკა ჩვენი უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად!
ვიდრე “ჩვენ გადასარჩენად” ჩამოსული მესია “ნულებად” შერაცხულების გადასარჩენი არ გახდა.
იმიტომ რომ არაკვალიფიციური, შეზღუდული ინტელექტის ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევებით” იარა დანარჩენი დრო იმის იმედით, რომ ივანიშვილს ფულით აჯობებდა.ვინც ამას ვეწინააღმდეგებოდით და აშკარა და გარდაუვალ მარცხად ვხედავდით - გიჟებად და მოღალატეებად შეგვრაცხეს და თვითგამოცხადებული მესიის პროპაგანდით, ოლიგარქის ფულით შანტაჟით დაგვასუსტეს - სუსტი ნებისყოფის თანაგუნდელები გაგვიხრწნეს, რას დაამსგავსეს - გული მერევა რომ ვუყურებ.
მესიანიზმი და ოლიგარქია ევროპისკენ გზა არ არის!გახსენით მედიები და დაუშვით მომავლის პოლიტიკაზე პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენცია.
სხვა არაფერი გვიშველის.არ დაუჯეროთ არცერთ მავნებელ იდიოტს, რომელიც ერთიანობას გატენით ვითარების წამლად და რეალურად საკუთარი თავის დიდად წარმოჩენა უნდა, სხვა არაფერი.
ყველა დამნაშავეა ამ სამარცხვინო კრიზისში ვინც მესიანიზმს აჰყვა და ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევებით” იარა!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0