
არანაირი დაპირისპირება ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის არ ყოფილა, - განუცხადა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს ტრამპის კაბინეტში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს დაუპირისპირდნენ.
მწვავე კამათის მიზეზი სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლება გახდა.
როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა ტრამპმა.
0
0