
Bloomberg-ის ცნობით, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლიდან მეორე დღეს, ილონ მასკმა $11 მილიარდი დაკარგა. მთლიანობაში, 2025 წელს, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა $110 მილიარდით იზარალა.
Bloomberg-ის სიმდიდრის ინდექსით, ასევე ფინანსურად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ სხვა მილიარდერები - Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგისა და Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება არსებითად შემცირდა, რაც მათი კომპანიების ღირებულებაზე აისახება. 3 აპრილს, Tesla-ს აქციები 5,5%-ით დაეცა, Amazon-ის აქციები კი 9%-ით შემცრიდა. ტარიფების დაწესების შემდეგ, მარკ ცუკერბერგმა $17,9 მილიარდის ქონება დაკარგა, რაც მისი მთლიანი სიმდიდრის 9%-ს შეადგენს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ტარიფებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიზნესებზე საქონლის იმპორტ-ექსპორტის ღირებულების გაზრდით, რაც ზიანს მიაყენებს კომპანიის მოგებას, განსაკუთრებით ისეთი კომპანიების [როგორიცაა Tesla], რომლებიც მიწოდების გლობალურ ქსელებს ეყრდნობიან.
0
0