ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ავსტრალიის მემარცხენე-ცენტრისტულ მთავრობის წარმომადგენლებს "ფაშისტები" უწოდა კანონპროექტის ინიცირების გამო, რომლის თანახმად, ინტერნეტ პლატფორმებს, დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აუცილებლობის გამო, ჯარიმები დაუწესდება.
ჯარიმის მოცულობა მათი გლობალური შემოსავლის 5%-ს შეადგენს.
ავსტრალიის ლეიბორისტულმა მთავრობამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა 12 სექტემბერს გამოაქვეყნა.
კომუნიკაციების მინისტრის მიშელ როულენდის პრესსპიკერმა თქვა, რომ ავსტრალიაში მოქმედი კომპანიები ავსტრალიის კანონებს უნდა დაემორჩილოს.
„ეს კანონპროექტი აუმჯობესებს ინტერნეტ პლატფორმების გამჭვირვალობას და აძლიერებს მათ ანგარიშვალდებულებას მომხმარებლებისა და ავსტრალიელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა როულენდმა.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მასკის კომენტარმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებისგანაც კრიტიკა და დაცინვა გამოიწვია.
"ილონ მასკი უფრო მყარ პოზიციაზე იდგა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ვიდრე კამასუტრა. თუ საქმე [მასკის] კომერციულ ინტერესებს ეხება, სიტყვის თავისუფლების ჩემპიონი ხდება და, თუ რაიმე არ მოეწონება, ის ყველა ბიზნესს დახურავს", - განაცხადა სამთავრობო სერვისების მინისტრმა ბილ შორტენმა.
0
0