
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დემოკრატი სენატორის მარკ კელის შესახებ X-ზე კომენტარი გამოქვეყნა: "შენ მოღალატე ხარ!"
სენატორმა მარკ კელიმ ილონ მასკის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის მილიარდერი მრჩეველი "არასერიოზული ბიჭია" მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკოსს უკრაინაში ვიზიტის გამო "მოღალატე" უწოდა.
"მოღალატე? ილონ, თუ არ გესმით, რომ თავისუფლების დაცვა ფუნდამენტური პრინციპია იმისა, რაც ამერიკას დიდებულს და უსაფრთხოს ხდის, იქნებ ეს საკითხი ერთ-ერთ ჩვენთაგანს მივანდოთ, რომელიც ნამდვილად პატრიოტულად იმოქმედებს?!’’ - განაცხადა კელიმ.
მარკ კელი, მიმდინარე თვის დასაწყისში, 2023 წლის შემდეგ, კიევში მესამედ ჩავიდა, სადაც ის დაჭრილ სამხედროებს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდა.
„დავრწმუნდი, რომ ჩვენ ვერ მივატოვებთ უკრაინელ ხალხს. ყველას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება და ეს არ უნდა იყოს ხელსაყრელი მხოლოდ პუტინისთვის,’’ - განაცხადა კელიმ.
0
0