
ბიზნეს მაგნატმა და სოციალური პლატფორმა “ტვიტერის” ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოაცხადა, რომ აუტისტია. მასკი, სამეფო საზოგადოების წევრი და “ტაიმსის” 2021 წლის პერსონა, აუტისტია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი აუტისტია. მგონი, ეს საკითხი გამოსაკვლევად ღირს.
მნიშვნელოვანია საზოგადოების აუტიზმის თაობაზე ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების აუტიზმის მიმართ სწორი დამოკიდებულებების განვითარება. საზოგადოება “ნეირომრავალფეროვნებას” უფრო და უფრო მეტად აფასებს. ასევე ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ შეიძლება აუტიზმმა განაპირობოს ადამიანის გავლენიან აქტივისტად ჩამოყალიბება. ერთი ასეთი აუტისტი აქტივისტის მაგალითი მსოფლიოში ცნობილი გარემოს დამცველი გრეტა ტუნბერგია.
მასკის აუტიზმი მისი წარმატების და გავლენიანობის გამოც მეტ ყურადღებას იმსახურებს. ის აუტიზმის შემთხვევაა, მაგრამ მისი პირადი ისტორია შეიძლება ბევრისთვის შთამაგონებელი ამბავი გახდეს.
ბულინდი და დაცინვა
მასკს აქამდეც ულაპარაკია მის სოციალურ პრობლემებზე ბავშვობაში. მას უთქვამს, რომ სცემდნენ და ერთხელ “ლამის სიკვდილამდე” სცემეს განსხვავებულობისთვის. ერთ დოკუმენტურ ფილმში, მასკის დედა მას პატარაობაში “პატარა გენიოსად”, თუმცა უმეგობრო და მორცხვ ბავშვად, აღწერს. ფსიქოლოგების დასკვნით ილონ მასკს აუტიზმის განვითარებადი ისტორია აქვს, რასაც ბავშვობის რთული გამოცდილებაც ამძაფრებს.
აუტიზმის გამო დაცინვა ბავშვობით არ დამთავრდა. “ტვიტერის” აღმასრულებელმა მასკს “მართლა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე” და “შერყეული” უწოდა.
ასეთი მტრული დამოკიდებულებებით ნაწილობრივ აიხსნება ის ფაქტი, რომ აუტისტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთაგან უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონის პრობლემის წინაშე დგანან. მასკს სხვა მისნაირებთან შედარებით ბევრად მეტი ძალაუფლება აქვს და ამიტომ თავის დაცვაც შეუძლია, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევაა.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი ემოციურად გაწონასწორებული ჩანს, ზედაპირის მიღმა ბევრი რამ იმალება, განსაკუთრებით აუტისტი ადამიანების შემთხვევაში. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აუტისტები ფსიქოლოგიურად დამღლელ სტრატეგიებს იყენებენ გასამკლავებლად, როგორიცაა საკუთარი თავის “დამალვა”, რამაც შეიძლება მენტალურ ჯანმრთელობაზე უაროფითად იმოქმედოს. ამიტომაც უწოდებენ აუტიზმს ხშირად “უხილავ აშლილობას."
პირდაპირი აზროვნება
აუტიზმს ხანდახან პირდაპირ აზროვნებას უკავშირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუტისტებს ხანდახან უჭირთ ნათქვამის გადატანითი მნიშვნელობის მიხვედრა და მეტაფორების გაგება. მასკმა ეს უცნაურობა ერთი საქციელით გამოხატა - მან “ტვიტერის” ოფისში ფიზიკური ნიჟარა მიიტანა. ინგლისურში არსებობს ასეთი გამოთქმა: “let that sink in." ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს “ჩაიძიროს ეს,” მაგრამ სინამდვილეში გადატანითი მნიშვნელობით რაიმეს გააზრებისკენ, გათავისებისკენ მოუწოდებს. სიტყვა “sink” ზმნა ჩაძირვასაც ნიშნავს და არსებით სახელ ნიჟარასაც (ხელსაბანის/სამზარეულოს ნაწილის გაგებით). მასკმა “ეს ნიჟარა შემოუშვითო”, და მართლაც ნიჟარა მიიტანა ახლად შეძენილი “ტვიტერის” ოფისში, სადაც თანამშრომლებს კომპანიის გაყიდვისა და მასკის მიერ მისი შესყიდვის გააზრება როგორც ჩანს “უჭირთ.”
რა თქმა უნდა, მასკს ესმის ამ გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობა, მაგრამ შეიძლება ამ ხუმრობით, იმის თქმაც უნდოდა, რომ ბევრი ყოველდღიური იდიომა მისთვის გაუგებარია.
ილონ მასკს თავისებური იუმორის გრძნობა აქვს, რაც შეიძლება ბევრმა არაადეკვატურად აღიქვას და ვერ გაიგოს. განსხვავებული იუმორის გრძნობა, როგორც კვლევებმა გამოავლინა, აუტისტი ადამიანების მიმართ საპირისპირო შეხედულებებს განაპირობებს.
ერთ-ერთ იუმორისტულ შოუში გამოსვლისას მასკმა თვითონვე აღიარა: “ინტონაციით და ემოციურად ვერ ვსაუბრობ, რაც, როგორც მეუბნებიან, კარგი კომედიის დადგმისთვის გამოდგება.”
მართლაც, კვლევების თანახმად, საუბრის არაორდინალური მანერა აუტიზმთან არის დაკავშირებული. მაგალითად, აუტისტებმა შეიძლება მეტყველებისას განსხვავებული აკუსტიკური თავისებურებები გამოამჟღავნონ, მაგალითად ბგერის ტონი, რამაც შეიძლება მსმენელს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი უხეშები ან ზედმეტად პირდაპირები არიან. ილონ მასკი “ტვიტერზე” იმპულსურობით და პირდაპირობით თუ არა, რითაა ცნობილი?
ილონ მასკის აღსანიშნავი მიღწევები ნაწილობრივ მეცნიერებაში და ტექნიკურ სფეროებში აუტისტით განპირობებული ნიჭის შედეგიცაა. წინა წელს მან თქვა თუ “როგორ კმაყოფილების შეგრძნებას ჰგვრიდა მთელი ღამე, სულ მარტო, კომპიუტერების კოდირებაზე მუშაობა.”
მეგობრებთან ერთად თამაშში დროის გატარების ნაცვლად, სპეციფიკური ინტერესების შეძენა და გაღვივება იმას ხსნის თუ როგორ სჯობნიან აუტისტი სხვა არააუტისტ ბავშვებს ზოგიერთ უნარში და რატომ ავლენენ მეტ ნიჭიერებას.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი აუტისტია. ეს ბევრს ამბობს. ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია. შესაძლებელია ყოველი სისუსტის სიძლიერედ გარდაქმნა.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0