
„ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა “X”-მა ისრაელზე თავდასხმის შემდეგ „ჰამასთან“ დაკავშირებული ასობით ექაუნთი და ათასობით კონტენტი წაშალა,“ - განაცხდა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ.
ლინდა იაკარინო გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი ოფიციალური პირის ტიერი ბრეტონის გაფრთხილებას, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ემორჩილება „X“-ი ისრაელი-ჰამასის ომის დროს ევროკავშირის მკაცრ ციფრულ წესებს. აღნიშნული წესები მიზნად ისახავს სოციალური მედიის პლატფორმების გაწმენდას უკანონო კონტენტისგან.
”კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, „X“-მა „ჰამასის“ ასობით ანგარიში აღმოაჩინა და ისინი პლატფორმიდან წაშალა. პლატფორმა პროპორციულად და ეფექტურად აფასებს იდენტიფიცირებულ ყალბ და მანიპულირებულ შინაარსს და შესაბამის ზომებს იღებს ამ მუდმივად ცვალებადი კრიზისის დროს.
„X“-ზე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ან ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფებისთვის ადგილი არ არის. რეალურ დროში ვაგრძელებთ ამგვარი ანგარიშების განადგურებას“, - წერს იაკარინო ევროკომისრის ტიერი ბრეტონის მოთხოვნის საპასუხოდ.
ციფრული სერვისების შესახებ ევროკავშირის კანონის თანახმად, სოციალური მედიის კომპანიებმა, ჯარიმების დაწესების სახით, უკანონო შინაარსის გამოქვეყნების შემთხვევაში, თავიანთი პლატფორმების პოლიტიკა უნდა გაამკაცრონ.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025