ილონ მასკი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს
12/05/2023
12:55
მსოფლიო
A-
+A
Twitter-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მიკრობლოგში განაცხადა. ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია, რატომ ტოვებს ამ თანამდებობას.
მასკის თქმით, მან ამ პოსტზე მემკვიდრე უკვე იპოვა. თუმცა, მისი ვინაობა არ დაუსახელებია და დასძინა, რომ მუშაობას, დაახლოებით, ექვს კვირაში დაიწყებს.
თავად ილონ მასკი დაიკავებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და ტექნიკური დირექტორის თანამდებობებს.
NBCUniversal-ის სარეკლამო გაყიდვების ხელმძღვანელი ლინდა იაკარინო მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ გახდეს Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი - იტყობინება The Wall Sreet Journal წყაროებზე დაყრდნობით.
ილონ მასკმა Twitter გასული წლის ოქტომბერში 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.
0
0
204
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%