08/01/2025
14:44
სპორტი
4 იანვარს, Weekend Sport-მა სენსაციური მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ამერიკელი მილიარდელი ილონ მასკი დაინტერესებულია პრემიერლიგის გიგანტების, მათ შორის, “ლივერპულის”, ყიდვით.
ილონ მასკის, სურვილი პრემიერლიგის კლუბის შეძენის შესახებ მისმა მამამ, ეროლმა, დაადასტურა.
Times Radio-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე - ,,თქვენს შვილს ლივერპულის საფეხბურთო კლუბის შეძენა სურს?" - ეროლ მასკმა სიცილით უპასუხა: ,,ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ისინი ფასს გაზრდიან”, მოგვიანებით კი დასძინა:
,,დიახ, [ცხადია, ილონმა გამოთქვა ეს სურვილი], მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უკვე ყიდულობს პრემიერლიგის კლუბს. ყველას მოუნდებოდა მისი შეძენა. გარდა ამისა, ილონის ბებია ლივერპულში დაიბადა. ლივერპულში ნათესავები გვყავს. ასევე ჩემთვის სასიხარულო ფაქტია ის, რომ The Beatles-ის წევრები ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გაიზარდნენ. ასე, რომ ლივერპულთან მჭიდრო კავშირები გვაქვს.
ასევე Liverpool Echo-ს ინფორმაციით, ილონ მასკი მერსისაიდთან [მეტროპოლიური საგრაფო დიდ ბრიტანეთში] გარკვეულწილად დაკავშირებულია მამამისის ბებიის მხრიდან, რომელიც ლივერპულში დაიბადა და გაიზარდა. ეროლ მასკის ძიძა, კორა რობინსონი, მოსლი ჰილში, 1923 წლის აგვისტოში, დაიბადა, შემდეგ ინგლისიდან სამხრეთ აფრიკაში გადასახლდა, სადაც, მოგვიანებით, 1944 წელს, უალტერ მასკზე დაქორწინდა. მათი ვაჟი, ეროლი, ილონ მასკის მამაა.
ლივერპული Forbes-ის მიერ 4,2 მილიარდ ფუნტად ფასდება, თუმცა უცნობია, განიხილავს თუ არა ამჟამინდელი მფლობელი Fenway Sports Group-ი კლუბის აღნიშნულ ფასად გაყიდვას.
0
0