ამერიკელმა მილიარდერმა, სოციალური ქსელის Twitter-ის (X) მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არც ერთ კანდიდატს საარჩევნო კამპანიისთვის თანხებს არ გადასცემს.
ამის შესახებ მასკმა Twitter (X) დაწერა.
”ძალიან მკაფიო რომ ვიყო, მე არ ვაძლევ ფულს აშშ-ს პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს” - წერს მასკი.
მასკის კომენტარები არ გამორიცხავს შემოწირულობებს პოლიტიკური კომიტეტების სასარგებლოდ (ორგანიზაციები სპეციალური სტატუსით შეერთებულ შტატებში, რომლებიც აგროვებენ თანხებს პოლიტიკური კამპანიებისთვის) ან სხვა პოლიტიკურ მიზნებისთვის - განმარტავს Bloomberg.
გამოცემის თანახმად, ეს განცხადება დარტყმაა ტრამპისთვის, რომელიც მძიმე ფინანსური სირთულის ქვეშ იმყოფება სასამართლო პროცესების სერიის გამო. ის გასულ კვირას შეხვდა მასკს და რამდენიმე მდიდარ რესპუბლიკელ დონორს დამატებითი სახსრების მოსაძიებლად.
0
0