ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია
01/03/2023
11:08
მსოფლიო
A-
+A
ილონ მასკმა დაიბრუნა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი.
Tesla-ს დამფუძნებელს ორი თვის წინ გადაასწრო ფრანგული ფუფუნების საგნების ბრენდის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ. თუმცა, Bloomberg-ის 27 თებერვლის მონაცემებით, Tesla-ს აქციების ზრდამ მასკი კვლავ უმდიდრეს ადამიანად აქცია.
ილონ მასკის ქონება $187.1 მილიარდს შეადგენს, ხოლო უკვე მეორე ადგილზე მყოფი ბერნარ არნოს ქონება $185.3 მილიარდს.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ იყო. მაშინ Tesla-ს აქციების ფასის დაცემის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ილონ მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვასა და თანმდევ სკანდალს ასახელებდნენ.
0
0
186
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%