
Fox News-თან ერთობლივ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის მცდელობები, რომლებიც დაკავშირებულია ფედერალური სააგენტოს კონტროლთან და უსარგებლო ხარჯების აღმოფხვრასთან. ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა ილონ მასკის ინოვაციურ მიდგომას პრობლემების გადაჭრის სფეროში.
შეკითხვაზე - ჩაერთვება თუ არა ილონ მასკი კერძო ბიზნეს-ინტერესებსა და მის სამთავრობო საქმიანობას შორის წარმოქმნილ შესაძლო კონფლიქტში, ტრამპმა თქვა: „ის ინტერესთა კონფლიქტში არ ჩაერთვება“.
„თუ კონფლიქტი წარმოიქნმება, ის არ ჩაერთვება. ვგულისხმობ, რომ მე არ ვისურვებდი ამას და არც ილონი მოისურვებს. ის ძალიან კარგი ადამიანია და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ზრუნავს ქვეყანაზე. ილონი არ ჰგავს სხვა ბიზნესმენებს, რომლებიც შესაძლოა შეეცადნონ და გამოიყენონ ასეთი სიტუაციები“, - თქვა ტრამპმა.
ილონ მასკმა ტრამპის კომენტარი დაადასტურა და დასძინა: "თავს შევიკავებ". მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტისგან არასდროს არაფერი მოუთხოვია და ის ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციისგან დისტანცირებას მოახდენს.
0
0