
ამერიკელი მილიარდერი ელონ მასკი აშშ-ის რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს საკუთარ მედიაპლატფორმა X-ზე გაესაუბრება. როგორც Reuters-ი წერს, ინტერვიუს საშუალებით, ყოფილ პრეზიდენტს შესაძლებლობა მიეცემა განსხვავებული აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოხვდეს იმ დროს, როდესაც მისი წინასაარჩევნო კამპანია შესუსტებულად განიხილება.
„საუბრის წინ, სოციალური პლატფორმის სისტემის სკალირებას შევამოწმებ. ინტერვიუ, ტრამპის ოფიციალური X ანგარიშის საშუალებით, 12 აგვიტოს, პირდაპირ ეთერში გავა“, - განაცხადა მასკმა X-ზე.
როგორც Reuters-ი წერს, ილონ მასკი შესაძლოა არაჩვეულებრივი ინტერვიუერი აღმოჩნდეს. 2020 წელს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მხარი დაუჭირა დემოკრატ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, თუმცა, ივლისში ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ის რესპუბლიკელებს მიემხრო. მასკმა ასევე ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად საფონდო ორგანიზაცია დააფუძნა.
იმავდროულად, მილიარდელი ახალი „დაპირისპირების მორევში“ ჩაერთო. მან ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტია უსაბუთო ემიგრანტებისთვის აშშ-ის საზღვრების გახსნაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.
0
0