
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, მხოლოდ პედაგოგიკისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საინჟინრო (STEM) პროგრამებზე მიღების საშუალება იქნება. გადაწყვეტილება „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ეფუძნება, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პროგრამების მკაცრ განაწილებას გულისხმობს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების კვოტები მათი „ტრადიციული პროფილის“ მიხედვით განაწილდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, პრიორიტეტად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:
- პედაგოგიკის პროგრამები;
- STEM სპეციალობები, რომლებსაც გააჩნიათ ABET-ის (საინჟინრო და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭო) საერთაშორისო აკრედიტაცია.
აღსანიშნავია, რომ რეფორმა არ ეხება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთობლივ ან ორმაგი ხარისხის პროგრამებს. ისინი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უცვლელად შენარჩუნდება.
მიქანაძის თქმით, მიუხედავად ფაკულტეტების რესტრუქტურიზაციისა, 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების ჯამური რაოდენობა 2 000-ით გაიზრდება და 21 300-ს მიაღწევს. გარდა ამისა, 10 000 ადგილი გამოიყოფა პროფესიულ პროგრამებზე, სადაც სწავლა უფასო იქნება.
0
0