
ბიზნესმენი, კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებდნენ, კერძო რეისით საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრნენ. ამის შესახებ წულაია სოციალურ ქსელში წერს.
„60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს, ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს, ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში.
ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.
მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა რეგიონს და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი! მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!“, – წერს ილია წულაია.
1
0