26/02/2024
00:56
სპორტი
ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს. ამ შეხვედრაში ქართველმა მებრძოლმა და UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი წარადგინა. მადრიდის “რეალმა” მატჩზე ილია თოფურიას სტუმრობა რამდენიმე საათით ადრე დააანონსა.
18 თებერვალს, UFC 298-ზე ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ თოფურიას სოციალურ ქსელში გამარჯვება მადრიდის "რეალმა" მიულოცა.
ცნობისთვის, ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა. თოფურიას ტრიუმფი ორივე ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, რაც შერეული ორთაბრძოლების დიდ პოპულარობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.
„არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ გუნდი, რომელიც ესპანეთის ფასაულობებს ჩემთვის ყველაზე მეტად წარმოადგენს – მადრიდის „რეალია“. ეს ის ფასეულობებია, რომელთანაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაკავშირებ“, – განაცხადა გამარჯვების შემდეგ ჩემპიონმა.
ილიას ჩემპიონობას მანამდე მადრიდის „რეალიც“ გამოეხმაურა:
„ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ „რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, – დაწერა „სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა.
ნახეთ ვიდეო:
0
0