18/03/2024
08:09
სპორტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში დღეს ილია თოფურია ჩამოვა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 18:30 საათზე დაეშვება.
ამასთან, ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
“ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!" - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 18 თებერვალს გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
0
0