ილია სულამანიძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია - მეორე ოქრო დღეს
26/03/2023
18:24
სპორტი
A-
+A
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ტრიუმფატორი ილია სულამანიძე გახდა. ქართველმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
რამდენიმე წუთში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გელა ზაალიშვილი უმაღლესი სინჯის მედლისთვის თურქ მუნირ ერტუგს დაუპირისპირდება.
დღეს, ცოტა ხნით ადრე, შეჯიბრებაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.
0
0
347
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%