ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
17/10/2021
13:08
საზოგადოება
A-
+A
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა.
ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.
საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.
უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ.
ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული.
უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!“ - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
0
0
447
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%