13/10/2021
16:41
საზოგადოება
მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია.
„ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციას და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს, მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში.
მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
0
0