ილია II რუსეთის პატრიარქს აფხაზეთსა და ცხინვალზე პოზიციის გამო მადლობას უხდის
A-
+A

ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილეს მადლობას უხდის იმ პოზიციის გამო, რომელიც მან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების საკითხზე დააფიქსირა. ილია მეორე ამაზე საუბრობს თავის წერილში, რომელიც მან რუსეთის პატრიარქს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
"მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, საეკლესიო კანონების გათვალისწინებით, ოფიციალურად აღიარებთ ჩვენს ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს - საქართველოსა მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად.
ჩვენი ხალხი და ჩვენ მადლიერები ვართ იმის გამოც, რომ თქვენ არაერთხელ მიგიღიათ მონაწილეობა ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაში, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ დროებითი საზღვრის დარღვევის გამო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი რთული საკითხები, რომლებიც ქმნიან პრობლემას, თუმცა უკეთესი მომავლის იმედი ცოცხალია და ჩვენი კეთილგანწყობა თქვენდამი გულწრფელია", - აღნიშნულია მისალოც წერილში.
0
0
636
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%