
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა - ილია დარჩიაშვილი 11-12 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.
მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ევროპული საბჭოს დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მმართველი ძალა აცხადებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს.
0
0
3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/09/2026
კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატი დატოვა
01/09/2026