
ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტისას განხირული იყო მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით.
„მინდა, აღვნიშნო ძალიან პოზიტიურ ატმოსფერო, რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში სუფევდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აქვთ. შეხვედრების დროს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ალიევთან, განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, ასევე რეგიონული თანამშრომლობის, მთელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობა შავი ზღვა-კასპიის ზღვის დაკავშირებადობის კონტექსტში და მთლიანად, აღმოსავლეთ- დასავლეთის დაკავშირებადობის კონტექსტში. ეს თანამშრომლობა არის ფუნდამენტური და საფუძველი როგორც მთლიანად რეგიონის, ისე ფართო რეგიონის კონტექსტში თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა დარსალიამ.
0
0