
სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში სრულად იქნება დასრულებული.
ალიევი ასევე მიესალმა ყარსი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას თურქეთში და აღნიშნა, რომ ამ პროექტების კოორდინაცია და განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის.
„ეს იქნება შუა დერეფნის განშტოება და ჩვენ მიერ მშენებარე რკინიგზის ინფრასტრუქტურა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის გადასაზიდად არის გათვლილი. თუმცა, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, სავარაუდოდ მომავალშიც გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 მილიონი ტონა ტვირთის ახალი დერეფნის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ფართო გეოგრაფიისთვის. ჩვენ აქ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ და პასუხისმგებლიან პოზიციას – როგორც საკუთარ ინტერესებს ვიცავთ, ასევე მსოფლიოს ახალ სატრანსპორტო მარშრუტებს ვთავაზობთ”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026