
ზანგეზურის დერეფნის გახსნა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას მოუტანს სარგებელს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანში შექმნილი თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სავაჭრო ფლოტი, ალათის საერთაშორისო სავაჭრო პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ქვეყნის ცხრა საერთაშორისო აეროპორტი აძლიერებს აზერბაიჯანის, როგორც გლობალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის როლს.
„2024 წელს აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს რიგ სტრატეგიულ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციას და განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობას, რაც ახალ პერსპექტივებს ხსნის რეგიონის მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
0
0