“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნატა ფერაძის სახლთან განვითარებულ პროცესებს გამოეცხმაურა და დაწერა:
ხალხო ამისთვისაა პროპორციული არჩევნები, რომ ნატა ფერაძემ თუ ზიანი მოიტანა, მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა ძალამ ინერვიულოს (თუ ასეთი არსებობს).
რას მაკიაველობთ.
მე არ მომწონს სხვისი ქონების დაზიანება პოლიტიკური პროტესტის ნიშნად – არასოდეს და არცერთ ვითარებაში.
უფრო მეტიც, მომწონს რომ
სტალინის ხატი კიდია სამებაში – მგონია რომ საკუთარ სახელს არქმევს ყველაფერს და იოლი ასახსნელი ხდება ჩვენი გზავნილი საპატრიარქოზე (მათ შორის მიშა ვის ეტენება უსაპნოდ, მისი მორალური კრახის ასახსნელადაც იდეალურია).
მაგრამ ნატა ფერაძე გვაზიანებსო რომ ბოდიალობთ, იგივეა ცუდი მოცეკვავე საკუთარ კვერცხებს აბრალებდეს ცუდად ცეკვას.
ჩვენი პოტენციური ამომრჩეველი არ არის იდიოტი, ავუხსნით (კორუმპირებული ტელემედიის პირობებშიც), ჩვენ როგორ ვხედავთ ამ თემას და იმასაც, რომ
ნატა ფერაძე ჩვენს პარტიასთან არაფერ შუაშია და თქვენ თქვენსას რატომ აყენებთ შეურაცხყოფას?
რატომ აბრალებთ წინასწარ საკუთარ უსუსურობას სხვას? - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0