IFAB-მა ფეხბურთის წესებში ოფიციალური ცვლილებები შეიტანა
13/06/2022
17:35
სპორტი
A-
+A
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) ფეხბურთის წესებში ოფიციალური ცვლილებები შეიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დოჰაში ჩატარებულ კრებაზე ორგანიზაციამ მატჩის დროს 5 ცვლილების განხორციელების წესს მუდმივი სახე მიანიჭა. ცვლილებების რაოდენობა 3-დან 5-მდე 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დროებით გაიზარდა, რათა ფეხბურთელების ფიზიკური დატვირთვა შემცირებულიყო. შედეგად, ამ ზომამ საფეხბურთო საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და ახალი წესი ძალაში 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შევა. ამასთან, ცვლილებების განსახორციელებლად გუნდს თამაშის მხოლოდ სამჯერ შეჩერების უფლება ექნება.
IFAB-მა ასევე მატჩის სათადარიგოთა ფეხბურთელების რაოდენობის 12-დან 15-მდე გაზრდას დაუჭირა მხარი.
0
0
642
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%