
იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი ირინეოსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ორთოდოქსთაიმსი“ ავრცელებს. იერარქს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის იერონიმეს ჩარევის შედეგად, ის ცოტა ხნის წინ მიიღეს გერონტოლოგიისა და სოციალური დახმარების ცენტრში.
ირინეოს I, რომელიც დაიბადა 1939 წლის 17 აპრილს, იყო იერუსალიმის პატრიარქი 2001 წლის 13 აგვისტოდან 2005 წლის 24 მაისამდე. ის გადააყენა მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, რომელმაც 2019 წლის 25 ივლისს მას ეპისკოპოსის წოდება დაუბრუნეს.
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის იერონიმეს მიწვევით და საბერძნეთის მთავრობის ჩარევით, იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი იირინაიოსი 2019 წლის 29 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრა და საავადმყოფოში მოათავსეს.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025