
„დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” – მცველები საგანგებო განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:
საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ 7 აპრილს, იერუსალიმის ჯვარის მონასტრიდან გაქრა უმნიშვნელოვანესი სიწმინდე წმინდა მიწისა, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის“ სასწაულმოქმედი ხატის ასლი.
ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის“ ასლი შეიქმნა ქართველი ხალხის მიერ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხის შესაქმნელად, რომელზედაც კურთხევა 2015 წელს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კლავდიოსმა მოგვცა.
"არაერთი საკვირველმოქმედება უკავშირდება მის სახელს და ხატიც შემკული გახლდათ მადლიერი მომლოცველების მიერ შეწირული ძვირფასეულობით. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მიწა ქრიტიანეთათვის მნიშვნელოვან სიწმინდეს წარმოადგენს, ქართულმა ხატმა სიწმინდეთა შორის დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი ტაძარში აღარ არის. პირველივე წუთებიდან გვქონდა კომუნიკაცია როგორც იერუსალიმის ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელთან, ისე ჩვენს იქაურ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც ამ წუთამდე ცდილობენ ხატის ადგილმდებარეობის დადგენას.
ერთერთი ვერსიით ხატმა უკვე დატოვა მონასტერი, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. გუშინ ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, რომ საქმის კურსშია საქართველოს საკონსულოც, საქართველოს მთავრობა და საკითხით უკვე დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia. ამ ეტაპზე არცერთ ზემოხსენებულს უშუალოდ ჩვენთვის კითხვით არ მოუმართავს." - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0