იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საშიში რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქციელია
A-
+A

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულებას უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს.
„ეს საშიში რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი. და, რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას აერთიანებ იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში - ომს აწარმოებენ დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულ შეჭრას უკრაინაში - ეს აძლიერებს სიტუაციის სერიოზულობას", - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შემაკავებელი ძალები "მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე განკუთვნილია აგრესორის გასანადგურებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით".
0
0
429
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%