13/06/2023
15:14
მსოფლიო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლიდერად მისი მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო მის ნაცვლად ღირსეულ მემკვიდრეს აირჩევს.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ალიანსი შეძლებს იპოვოს ღირსეული მემკვიდრე. ახლა მე ვარ ორიენტირებული ალიანსის ხელმძღვანელობაზე იქამდე სანამ უფლებამოსილება მაქვს. ეს ვადა შემოდგომაზე დასრულდება. დარწმუნებული ვარ ალიანსის წევრები ღირსეულს იპოვიან“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ მას „სხვა გეგმები არ აქვს, გარდა გენერალური მდივნის თანამდებობის ვადის დასრულებისა“.
მისივე თქმით, ნატოს ოთხი წლის ნაცვლად ცხრა წელი ხელმძღვანელობდა, ამიტომ ახლა ალიანსის გენერალური მდივანი სხვა ადამიანი უნდა გახდეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თეთრი სახლის ლიდერს ჯო ბაიდენს შეხვედრაზე ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის კანდიდატურა შესთავაზა.
0
0
„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება
23/09/2024