
„ეს სცდება უკრაინის ფარგლებს - რუსეთი რეალურ გამოწვევას გვიქმნის, ეწინააღმდეგება ჩვენი უსაფრთხოების ძირითად ფასეულობებს და ნატოს წევრი ქვეყნების თითქმის ნახევრისგან ყველა ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ძალის გაყვანას მოითხოვს“, - თქვა სტოლტენბერგმა. „ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა პირველად ავამოქმედებთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს კოლექტიური თავდაცვისთვის“, - დასძინა მან.
„რეაგირების ძალების გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ან ნატოს რომელიმე ჯარისკაცი შევა უკრაინაში, რომელიც ალიანსის წევრი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ნათლად თქვა, რომ აშშ-ის ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, რათა დაეხმარონ ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც ნერვიულობენ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო; ისინი არ იბრძოლებენ უკრაინაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში, ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განმარტა, რომ, რადგანაც აშშ-მა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა „კიდევ ათასობით ჯარისკაცი განალაგეს“ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ნატო ამ ზონაში არ გაანაწილებს რეაგირების ძალების სრულ შემადგენლობას.
„ჩვენი 100-ზე მეტი რეაქტიული თვითმფრინავი, რომლებიც ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას, და 120-ზე მეტი გემი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე მაღალ მზადყოფნაშია. გუშინ გავააქტიურეთ თავდაცვის გეგმები და ახლა ამ სამხედრო ძალის ერთეულებიც მზადყოფნაშია“, - თქვა სტოლტენბერგმა.
0
0