ჰუსიტებმა ადენის ყურეში, იემენის სანაპიროსთან ამერიკულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხომალდს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. ჰუსიტებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს. ამის შესახებ იემენში მოქმედი დაჯგუფების გენერალმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დარტყმები ზუსტი და პირდაპირი იყო.
„ნებისმიერი ამერიკული და ბრიტანული ხომალდი, რომელიც მონაწილეობს იემენის წინააღმდეგ აგრესიაში, განიხილება მტრულ სამიზნედ. იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ამერიკისა და ბრიტანეთის თავდასხმებზე პასუხი აუცილებლად იქნება და რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა პასუხისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა იემენელ ჰუსიტთა გენერალმა იაჰია სარიმიმ.
მანამდე შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომ ხომალდი მცირედ დაზიანდა.
0
0