09/01/2023
18:31
პოლიტიკა
„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
ხვიჩიას თქმით, იმ ფონზე, თუკი ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მას წამლავენ, მისი ციხის საავადმყოფოში ყოფნა ალოგიკურია.
„მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, გადაწყვიტა, თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად უნდა დანებდეს. უნდა თქვას, რომ მე დავმარცხდი და გამიშვით ახლა, თავი დამანებეთო, მაგრამ იბრძოდე და იძახდე, მწამლავენო, ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება", აცხადებს დეპუტატი.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სააკაშვილის მოწამვლის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
„ვინც გინდა, იმან გააკეთოს დასკვნა, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად და კარგად არ გრძნობს. ციხეში ის ისეთი ლაღი არ არის, როგორიც გარეთ იქნებოდა. მაგრამ ამის იქით რაც არის, მოწამვლა და ის კვდება, არ კვდება, ეს მესმის უკვე წელიწადზე მეტია. შესაბამისად, დავიტოვებ ნებას, რომ ოდნავ სკეპტიკური ვიყო ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
0
0