
“ანუ, შენ ამტკიცევბ, რომ ეს საუბარი მელიამ ჩაიწერა, მელიამ გაავრცელა (საღლიცინოდ გამოგიგზავნათ პოლიტიკოსებს), მერე შენც ვიღაცეებს მოუყევი და მაჩვი და გიგი არიან ცუდი ხალხი?” - ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა უტიაშვილმა “ტაბულას” დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს დღეს, სოციალური ქსელში დაწერილი სტატუსის ქვეშ.
როგორც ცნობილია, დღეს ჩერგოლეიშვილმა სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: “მელიას ჩანაწერი 2016 წელსაა ჩაწერილი და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული."
სწორედ აღნიშნული პოსტის ქვეშ ცხარე კამათი გაიმართა უტიაშვილსა და ჩერგოლეიშვილს შორის:
ჩერგოლეიშვილი: “იდი*** მონავ, როდის უნდა მიხვდე, რომ არარაობად მიგიჩნევ?”
უტიაშვილი: “ვაჰაჰაჰა, შენ რო უსმენდი მაგ ჩანაწერებს და მეგობრებს უყვებოდი, მაშინ რას გრძნობდი?”
ჩერგოლეიშვილი: “ზუსტად იმას რასაც ახლა ვგრძნობ. ზიზღს არარაობების მიმართ. ჰიგიენურ პრობლემად მიგიჩნევ და გამეშვი ოკ?”
უტიაშვილი: “კლასი დაგივარდა, რა არი ეს, ან რა პოსტია, ან რა კომენტარებია. მერე სხვების უკლასობაზე მოსთქვამ”
ჩერგოლეიშვილი: “შოთიკ ნუ წვალობ, წადი შხაპი მიიღე და საქმეს მიხედე - მიშა გყავს გამოსახსნელი. დაითრია შენმა შეფმა პარტია. ჩემთან ჯიბრი ვის გამოადგა, შენ გამოგადგეს? რა უტვინო ხარ”
უტიაშვილი: “რა ვიცი, დრო იყო არგუმენტები გქონდა, საინტერესო იყო შენთან კამათი, ეხლა რეებს წერ, არ გრცხვენია?”
ჩერგოლეიშვილი: "არ მაინტერესებს მორალურად განადგურებულ ხალხთან არგუმენტები საერთოდ.
სანიტარული დერეფანი მინდა თქვენთან რომ ვეღარ გამთხვაროთ".
0
0