ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისთვის სასურველ პრემიერობის კანდიდატზე საუბრობს.
"კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციას მიეღო პრეზიდენტის წინადადება საერთო დროებითი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით. იდეალური იქნებოდა, თუ ეს კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.
ეს გააძლიერებდა არჩევნების სარეფერენდუმო განზომილებას, შესაბამისად ხელს შეუწყობდა ამომრჩევლის კონსოლიდაციას და გარდაუვალს გახდიდა ხელისუფლების სასტიკ მარცხს.რადგან ვხედავთ, რომ ეს არ გამოდის, ვფიქრობ უნდა შეწყდეს ამ თემაზე დისკუსია, მივიღოთ თუნდაც "ლელოს" მიერ შემოთავაზებული ფორმულა, ვიფიქროთ არჩევნებზე და ამ მოცემულობითაც გავაკეთოთ სწორი არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - წერს ხუხაშვილი.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტექნიკური მთავრობის წარდგენა არჩევნებამდე დააანონსა. ამასთან, ის ამბობს, რომ, ვინც წარდგენას არ ეთანხმება, შეუძლია „ქარტიაზე" თავისი ხელმოწერა უკან გაიწვიოს.
პრეზიდენტი ქარტიისა და ტექნიკური მთავრობის იდეაზე მრავალრაუნდიან კონსულტაციებს ოპოზიციურ გაერთიანებებთან რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა. ესენი არიან: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ძლიერი საქართველო", „გახარია საქართველოსთვის".
0
0