10/07/2023
22:10
საზოგადოება
9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ავტომობილში მყოფი მესამე პირი სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია. ავტოავარიის შედეგად გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაუღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც მანქანა მდინარე მულხურაში დიდი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი Ambebi.ge-ს უყვება:
"იმ ღამით ბიჭები, გიორგი რატიანი, გიორგი ნიჟარაძე და გიორგი კაკრიაშვილი მესტიიდან უშგულში მსუბუქი ავტომანქანით (BMW) გადაადგილდებოდნენ. სამივენი თანატოლები - 30-32 წლისანი იყვნენ. იქ ბიზნესი ჰქონდათ. გარდაცვლილები თბილისელები არიან, კაკრიაშვილი - ჯანდარელი.
სამივენი მეგობრები იყვნენ, ერთად გაზრდილები, ზაფხულობით სულ სვანეთში იყვნენ. ბიჭები გვიან მიდიოდნენ უშგულში და არის ვერსია, რომ ცუდი ხილვადობა იყო, ზოგი იმას ამბობს, რომ მანქანამ უმტყუნათ. ერთ-ერთი გიორგის მამა - როლანდ ნიჟარაძე, ერთი პერიოდი სამხედრო აკადემიაში ასწავლიდა. მეორე გიორგი - რატიანი ადრე ძიუდოისტი იყო, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ვინც დაამარცხა, მისმა მამამ გამარჯვებულს, გიორგი რატიანს იარაღიდან ესროლა, მუხლი დაემსხვრა, სისხლისგან იცლებოდა, ძლივს გადაარჩინეს.
ამის შემდეგ ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. გიორგი ნიჟარაძეს დედა არ ჰყავდა, რატიანს - მამა (იმ შემთხვევას გადაჰყვა, ინფარქტით გარდაიცვალა).
ავარიის დროს გიორგი რატიანი თურმე მანქანიდან ხტებოდა, მაგრამ პროტეზს შეუშლია ხელი, საჭესთანაც ის მჯდარა. მარტო გიორგი კაკრიაშვილმა მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა…", აცხადებს დაღუპული ბიჭების ახლობელი.
0
0