01/05/2023
13:03
პოლიტიკა
"იცით რა მომწონს? აი, ეს სულისკვეთება, შემართება. ცხოვრებაში გაურკვეველი პარაზიტები თუ გვწყევლიან, გვაგინებენ, ეს კარგია!
არასდროს დავიღლები იმის თქმაში, რომ ნაცი მენტალურად გოიმია, ჩამორჩენილია, ცოდოა (ვითომ?), აუტსაიდერია და ბანძია." - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე 30 აპრილს ჩატარებულ აქციას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"თბილისის ცენტრში იკრიბებიან ქართული სულის წარმომადგენლები. ეიჯიზმი და რეგიონული სნობიზმი არასოდეს მახასიათებდა და ყველას მოვუშლი. მიხარია რომ ამდენნი ვართ. არ მოგატყუებთ, პირადად ვერ ვესწრები (უცხოელებისთვის პოლიტიკური ანგარიში უნდა დავწერო. მთხოვეს, ვასრულებ), ასაკიანი მშობლები იქ არიან.
იცით რა მომწონს? აი, ეს სულისკვეთება, შემართება. ცხოვრებაში გაურკვეველი პარაზიტები თუ გვწყევლიან, გვაგინებენ, ეს კარგია!
არასდროს დავიღლები იმის თქმაში, რომ ნაცი მენტალურად გოიმია, ჩამორჩენილია, ცოდოა (ვითომ?), აუტსაიდერია და ბანძია. ათასი მეთოდებით მებრძვიან სოცქსელშიც. შედეგი? ცხადია - 0
კი, 0-ები არიან ყველგან. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!" - წერს აბაშიძე.
0
0