04/03/2025
18:05

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის ან მოპოვების შესაძლებლობების შეფასება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„რაც შეეხება იარაღის მიწოდებას. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, რომელი კონკრეტული პროგრამები შეწყვეტს მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი უკვე ფინალურ სტადიაში იყო. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი პროგრამა დაამტკიცა კონგრესმა, რაც განსხვავებულ იურიდიულ პროცედურას გულისხმობს. მეორე, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის, ან მიღების შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ჩანაცვლების პროგრამები უკვე მოქმედებს. მესამე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე განიცადა აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამების ხანგრძლივი შეჩერება და ისწავლა ადაპტირება ასეთ სიტუაციებთან“, - აცხადებს პოდოლიაკი.
მისი განმარტებით, უკრაინა ატარებს საფუძვლიან აუდიტს - „ვამოწმებთ რა აქვთ, რისი წარმოება შეუძლიათ პარტნიორობის საშუალებით და რა შეიძლება შეიცვალოს“.
„გარკვეული შეიძლება მოიძებნოს კომერციულ ბაზრებზე. ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხედველობიდან არ გვრჩება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა“, - წერს პოდოლიაკი.
0
0