
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სამხედრო სამსახურად წოდებული მარაზმი საკონტრაქტო ჯარით უნდა ჩანაცვლდეს.
„იარაღის ფლობა, შენახვა, ტარება და ა.შ. უნდა გახდეს ლეგალური, სასროლეთებთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა გაუქმდეს, მათი მოწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, სავალდებულო სამხედრო სამსახურად წოდებული მარაზმი უნდა გაუქმდეს და ჩანაცვლდეს საკონტრაქტო ჯარით და ეფექტური სარეზერვო სისტემით.
გვჭირდება თანამედროვე თავდაცვის საშუალებები, ბევრი გვჭირდება მათი გამოყენების მცოდნე ხალხი,
უნდა დავამთავროთ ეკლესიაში, საზმაუში, კულტურაში, სპორტში, სსიპებში, ააიპ-ებში, სახელმწიფო კომპანიებში, უსაქმურ ბიუროკრატიაში და ათას ს....ი ფულის ფლანგვა.
ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დარჩეს ეკონომიკაში, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს
მეორე ნაწილი უნდა ჩაიდოს თავდაცვაში!
გვჭირდება რომელიმე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ჩამოყვანილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გენშტაბი. გვჭირდება ეკონომიკურ პოლიტიკაში კომუნიზმის დასრულება და მართლა კაპიტალიზმზე გადასვლა გვჭირდება სანდო სასამართლო. ეს ყველაფერი გვჭირდება“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
0
0