09/01/2023
12:12
მსოფლიო
შვედეთში, სალენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა მოწოდებით, გაიზარდოს უკრაინისადმი მხარდაჭერა.
სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს „მნიშვნელოვანი შედეგები ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.
„შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ეს ასეა. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდაზე, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა მოლაპარაკებების გზით, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა.
„მოსკოვის რეჟიმს სურს განსხვავებული ევროპა. მას სურს გააკონტროლოს მეზობელი ქვეყნები და დემოკრატიასა და თავისუფლებაში საფრთხეს ხედავს. ეს აყენებს რუსეთს მუდმივი კონფრონტაციის მდგომარეობაში დასავლეთთან. ამიტომ, თუნდაც ეს ომი დასრულდეს, პრობლემები ჩვენშია. რუსეთთან ურთიერთობაშიპრობლემა დარჩება“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
0
0