21/09/2023
11:57
მსოფლიო
Toshiba, იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი ფირმა, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის 74-წლიანი ისტორიის დასრულებას აპირებს, რადგან მისი აქციების უმრავლესობის ნაწილი ინვესტორთა ჯგუფმა იყიდა.
კომპანიის განცხადებით, კონსორციუმმა, რომელსაც კერძო კაპიტალის მქონე ფირმა Japan Industrial Partners-ი (JIP) ხელმძღვანელობს, Toshiba-ს აქციების 78,65% შეიძინა.
„კომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ახალი მომავლისკენ ახალ აქციონერთან ერთად", - თქვა Toshiba-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტარო შიმადამ.
Toshiba-მ აქციებით ვაჭრობა 1949 წლის მაისში დაიწყო, როდესაც იაპონია მეორე მსოფლიო ომის (WW2) კრიზისიდან გამოვიდა და ტოკიოს საფონდო ბირჟა ხელახლა გაიხსნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, Toshiba ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისა და მისი ტექნოლოგიური ინდუსტრიის სიმბოლო იყო. 1985 წელს Toshiba-მ მსოფლიოში პირველი ლეპტოპ-კომპიუტერი გამოუშვა.
თუმცა ტოკიოში დაფუძნებული კომპანია ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდა.
"Toshiba-ს კატასტროფა არაადეკვატური კორპორატიული მმართველობის შედეგია. Toshiba იაპონელი ხალხისა და, განსაკუთრებით, მთავრობისთვის ეროვნული საგანძურია", - განუცხადა BBC-ს ბიზნეს-საკონსულტაციო ფირმა Eurotechnology Japan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გერჰარდ ფასოლმა.
2015 წელს Toshiba-მ 6 წელიწადში 1 მილიარდ დოლარზე მეტით გადააჭარბა მოგებას და 7,37 მილიარდი იენის ღირებულების ჯარიმა გადაიხადა, რაც იმ დროისთვის ყველაზე დიდი ზარალი იყო ქვეყნის ისტორიაში. ორი წლის შემდეგ, აშშ-ის ბირთვული ენერგეტიკის ბიზნესში, ვესტინგჰაუსში, კომპანია 700 მილიარდი იენით დაზარალდა. გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით Toshiba-მ 2018 წელს მეხსიერების ბარათების (ჩიპების) ბიზნესი გაყიდა, რომელიც კომპანიის პორტფელში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა.
შემდეგ ფირმამ კომპანიის სამ ცალკეულ ბიზნესად დაშლის გეგმები შეადგინა. რამდენიმე თვეში საბჭომ გეგმა განიხილა და განაცხადა, რომ კომპანია ორ ერთეულად გაიყოფოდა. სანამ კომპანიის დაშლის ახალი გეგმა განხორციელდებოდა, საბჭომ განაცხადა, რომ კომპანიის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით Japan Industrial Partners-ის (JIP) შეთავაზებას განიხილავდა.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024