
იაპონიის ზღვის დასავლეთით, სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ამობრუნების შედეგად, რვა მეზღვაური დაიღუპა.
იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ბორტზე მყოფი კიდევ ორი მეზღვაურის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ტანკერი Keoyoung Sun იამაგუჩის პრეფექტურის მიმდებარედ ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ამოტრიალება ქარიშხალმა გამოიწვია. სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ტანკერს 980 ტონა აკრილის მჟავა გადაჰქონდა.
სამაშველო ოპერაცია იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ შიმონოსეკის მახლობლად მიმდინარეობს. ეკიპაჟის წევრი ორი კორეელი, რვა ინდონეზიელი და ერთი ჩინეთის მოქალაქე იყო.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026