26/10/2021
11:01
მსოფლიო
იაპონური კანონმდებლობის მიხედვით, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რიგით მოქალაქეზე ქორწინების შემთხვევაში ტიტულს კარგავენ და ვერც ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
პრინცესა მაკოს ეს ნაბიჯი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების - მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გადაწყვეტილებას შეადარეს, რის გამოც ახალდაქორწინებულებს მეტსახელად "იაპონელი ჰარი და მეგანი" უწოდეს.
წყვილმა ქორწინება იაპონიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირა. ისინი პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც წერილობით პასუხს გასცემენ ხუთ წინასწარშერჩეულ შეკითხვას. ქორწინების შემდეგ პრინცესა და მისი რჩეული ნიუ-იორკში იცხოვრებს, სადაც კეი კომურო იურიდიულ ფირმაში ადვოკატად მუშაობს.
პრინცესა მაკომ და კომურომ ერთმანეთი 2012 წელს ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში გაიცნეს. წყვილი 2018 წელს უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა მაშინ ქორწინება გადაიდო, რადგან კეი კომუროს დედას ფინანსური პრობლემები შეექმნა.
0
0